პროექტის სახელი: მცხეთა ქრისტიანობის აკვანი
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნონ ისტორიულ, რელიგურ და კულრურულ მემკვიდრეობას.მოეწყობა ექსკურსია მცხეთის ძეგლების დასატვალიერებლად და პოტო–ვიდეო მასალის მოსაპოვებლად.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ქ.მცხეთაზე ისტორიული წარსულიდან,მოაგროვებენ მასალებს აქ არსებულ კულტურულ-იტორიულ ძეგლებზე,სიღრმისეულად გაეცნობიან აქ განვითარებულ ისტორიულ მოვლენებს უძველესი დროიდან XI საუკუნემდე.მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფურად,თითოეულ ჯგუფს მიეცემა სხვადასხვა აქტივობები.დავალებები დაყოფილი იქნება ჯგუფებისათვის ისტორიულ,რელიგიურ და კულტურულ სფეროებად.ასევე განხილვის საგანი იქნება ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები მცხეთასთან დაკავშირებით. აქტივობები შეეხება ასევე ძველ ქართულ დამწერლობას.მოსწავლეები გადიან ქალაქ გარეთ.მოინახულებენ ისტორიულ ძეგლებს, მოაგროვებენ ფოტო-ვიდეო მასალას.
მონაწილეთა ასაკი: 9კლ/ 14წ.
ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოძიებული მასალის განხილავა,დისკუსის გამართვა,ძველი ქართული ანბანის მოძიება.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: მოსწავლეებს ეძლევათ საშვალება უშვალო კონტაქტისთვის გარე სამყაროსთან.შეგროვდება ფოტო-ვიდეო მასა.შეძლებენ ფოტო ალბომების,ბუკლეტების,ვებ–გვერდის შექმნას. საინფორმაციო ტექნოლოგიების მიზან მიმართულად გამოყენებას.ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას,პროექტების ორგანიზებას,დროისა და ხარჯების რაციონალურ განსაზღვრას.
სარგებელი სხვისთვის: მოსწავლეები შექმნიან ვებ–გვერდს,ბუკლეტებს,გზამკვლევის საშვალებით განსაზღვრავენ დაინტერესებულ პირთათვის მცხეთის ღირსშესანიშნავი ძეგლების ადგილმდებარეობას.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გამოიმუშავებენ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული კვლევითი უნარ-ჩვევები,ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარი, მიეჩვიონ როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური მუშაობის კულტურას.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ირმა ვაჭარაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: mzedamtvare@gmail.com
პროექტის ვებგვერდი: irmavacharadze.blogspot.com
No comments:
Post a Comment